ვანის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზა ჩაინგრა

ვანის მუნიციპალიტეტში ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით 200-მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა. სავალი ნაწილის დაზიანება სავარაუდოდ მეწყერმა გამოიწვია.

ორ სოფელი, სულორი და ძულუხი გარესამყაროს ალტერნატიული გზებით უკავშირდება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მიმდინარეობს გზის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა. აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.