“ნაყოფიერად მუშაობენ, ვაპირებთ დაფინანსების გაზრდას”- ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რელიგიის სააგენტოზე საუბრისას გააკეთა. რელიგიის სააგენტო, ღარიბაშვილის პერმიერ-მინისტრობისას შეიქმნა.
“თქვენ იცით, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წინა ხელისუფლების დროს რელიგიის მსახურები. არავითარი ყურადღება არ ექცეოდათ მათ, სწორედ ჩვენი მთავრობის დროს გამოეყოთ დაფინანსება და კიდევ ვაპირებთ გავუზარდოთ დაფინანსება წელსაც და გაისად კიდევ უფრო მეტი.მინდა, გამოვუყოთ რეზიდენცია, დაგეგმილი გვაქვს მეჩეთების დაკანონება, რომლებიც წლებია ჩამოკიდებულია ჰაერში და რატომღაც არ უკანონდებოდათ, არადა მათ სარგებლობაშია. ესეც დავალებული მაქვს და დავალებული მაქვს, ასევე, სხვა მიმდინარე პრობლემების მოგვარება” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.