ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი ისედაც იცის – იზა ჩირგაძე

ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი, კომისიის წევრი ქართული ოცნებიდან, იზა ჩირგაძე, რომელიც გაყალბებაზე საუბრის შემდეგ 2 დღით გაუჩინარდა, ამბობს, რომ პოლიციაში გამოკითხვისას მასზე ზეწოლა, ან მუქარა არ ყოფილა.

მისი თქმით, აპირებს, რომ გაჩუმდეს, თუმცა “ყველამ ყველაფერი იცის”

“წამიყვანეს [პოლიციაში] იმის მხრივ, რომ ხომ იყო ყველანაირი მშვიდობა დამუქრების მხრივ. დაკითხვის დროს იკითხეს ჩვეულებრივად, ვინმემ რაიმე ზეწოლა, ან რამე საფრთხეში ხომ არ ხარო. ტელეფონი და ფეისბუქი საერთოდ გამორთული მქონდა. მანამ, სანამ გამოვრთავდი ძალიან ბევრი შეურაცხყოფა იყო, ბევრი ლანძღვა იყო. მერჩივნა, ეს ყველაფერი წყნარ ვითარებაში დამთავრებულიყო ჩემთვის და ჩემო ოჯახისთვის სასარგებლოდ.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ტყუილს არავინ არ ამბობს, შეეშვან ლანძღვას, ყველამ მიხედოს საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახის წევრებს. რაც იყო დავტოვოთ ისე, ყველამ ყველაფერი იცის, არც რა მოხდა. ზედმეტს არაფერს დავამატებ. ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც. არც მოსვლა, არც მუქარი, არაფერი [არ ყოფილა]. ბევრი უყურებდა იქ სიტუაციას, მარტო მე არ ვიყავი. ყველა ყველაფერს ხედავდა. ცხოვრებაში არაფერი იმალება”, – ამბობს იზა ჩირგაძე ფორმულსთან საუბრისას.

ცნობისთვის, არჩევნების დღე იზა ჩირგაძემ ოპოზიციას მიმართა და გამოთქვა სურვილი, ესაუბრა გაყალბების სქემაზე, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. ოპოზიცია ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა განახროციელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.