“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერის და ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად ღამეს პარლამენტთან გაატარებს.
“მე დაჩემს მეგობრებს გვინდა, რომ პროტესტის ფორმა გვქონდეს ასეთი, რომელიც გამოხატავს იმ უკიდურეს აღშფოთებას და გაბრაზებას, რაც ივანიშვილმა გააკეთა – ეს არის ღამე პარლამენტთან დარჩენა. ეს არის პროტესტის ფორმა, რომლის უფლებაც მე მაქვს როგორც მოქალაქეს, რომელსაც მოპარეს არჩევნები. მე ვაპირებ დარჩენას – ეს არის პროტესტის ფორმა მოპარული არჩევნების შესახებ”. – აცხადებს დეკანოიძე.