საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც ვაჟა სირაძე აცხადებს, მოქალაქეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობისთვის დააკავეს.
აქციაზე აქტივისტებს სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების