ერთ-ერთმა უდიდესმა, ჰაკერულმა დაჯგუფება ANONYMOUS-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა. ამის შესახებ, ANONYMOUS-მა Twitter-ზე განცხადება გაავრცელა.
“Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ”. – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, რუსული სამთავრობო ორგანოების ოფიციალური ვებ-გვერდები გაითიშა. მათ შორის გათიშულია კრემლისა და რუსეთის დუმის ოფიციალური ვებ-გვერდებიც. ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ვებ-გვერდები კვლავ გათიშულია.
The Anonymous collective is officially in cyber war against the Russian government. #Anonymous #Ukraine
— Anonymous (@YourAnonOne) February 24, 2022
ცნობისთვის, Anonymous ჰაკერულ-აქტივისტური დაჯგუფებაა რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს.