ვართ კიბერ ომში რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ – ANONYMOUS-ი

ერთ-ერთმა უდიდესმა, ჰაკერულმა დაჯგუფება ANONYMOUS-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა. ამის შესახებ, ANONYMOUS-მა Twitter-ზე განცხადება გაავრცელა.

“Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ”. – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს,  რუსული სამთავრობო ორგანოების ოფიციალური ვებ-გვერდები გაითიშა. მათ შორის გათიშულია კრემლისა და რუსეთის დუმის ოფიციალური ვებ-გვერდებიც. ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ვებ-გვერდები კვლავ გათიშულია.

ცნობისთვის, Anonymous ჰაკერულ-აქტივისტური დაჯგუფებაა რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს.