ვართ ძალა, რომელმაც რუსეთთან ავანტიურისტულ პოლიტიკაზე უარი თქვა – ღარიბაშვილი

“ვართ ძალა, რომელმაც რუსეთთან ავანტიურისტულ პოლიტიკაზე უარი თქვა ” – ამის შესახებ, რემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

”ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა, ჩვენ შორის არსებული მთავარი პრობლემის, ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც ჩვენი პარტნიორობის ჩართულობით საერთაშორისო დიალოგების ფორმატების გავლით ხორციელდება.”- განაცხადა ღარიბაშვილმა.