“ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაკავშირდება ვაკის რაიონთან” – კალაძე ავტობუსების ახალ მარშრუტზე

“ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაკავშირდება ვაკის რაიონთან” – განაცხადა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა  კალაძემ თქვა და ავტობუსის ახალი მარშრუტი დაასახელა.

“7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით იქნება ჩანაცვლებული. ავტობუსები მგზავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მოემსახურებიან არსებული სქემით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ ორთაჭალის მიმართულებით, მეტროსადგურების – ისნისა და სამგორის გავლით დაუკავშირდება ჯავახეთის ქუჩას და მოემსახურება ვარკეთილის დასახლებას სუხიშვილის, თაყაიშვილის და კუპრაძის ქუჩების გავლით. აღნიშნული ცვლილებით, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საბურთალოს რაიონთან.

გარდა ამისა, N309 მარშრუტი, რომელიც ამჟამად მოძრაობს ვარკეთილის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, გაგრძელდება ვაკეში, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით და მოძრაობას დაამთავრებს კუს ტბის გადასახვევის მიმდებარედ. აღნიშნულ მარშრუტზე ჩართულია 13 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი და დაემატება კიდევ 2 ერთეული. აღნიშნული ცვლილებით, ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაკავშირდება ვაკის რაიონთან” – თქვა კალაძემ.