ვარკეთილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლებს არ აშლევინებენ

ვარკეთილის მეტროსთან დილიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლებას არ აძლევენ. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ადგილი მათთვის მიუღებელია, რადგან  დახლის საფასურის გადახდა არ შეუძლიათ.

“რომელ ვაჭრობაზეა ლაპარაკი? სული ამოგვხადეს.. ვერ ვისუნთქებთ საქართველოში., ამიტომ, იძულებული ვართ წავიდეთ საქართველოში, რომ ბავშვები არ დაგვეხოცოს. ხედს ვამახინჯებთ, თბილისის ქუჩებს ვამახინჯებთ, გარე გამწვანება უნდა გააკეთონ თურმე, რომ ქალაქი უყოს ლამაზი, რომელ სილამაზეზეა ლაპარაკი, როცა ადამიანს პურის ფული არ აქვს?” – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.