“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე 826 078 დაიხარჯა, თუმცა მეტრო კვლავ გასარემონტებელია.
“2016 წელს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ “ყვარელრემმშენს” 347 848 ლარი გადაუხადეს, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან 5 თვეში მეტროს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.
ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, “ყვარელრემმშენი” შესყიდვების სამსახურის “შავ სიაში” იმყოფებოდა და მიუხედავად ამისა, კონტრაქტი მაინც ამ კომპანიასთან გაფორმდა, თანაც უკონკურენტო გარემოში.
მეტროში მისი შეკეთებული ჭერის ჩამონგრევის შემდეგ, ყვარელრემმშენმა დამატებით 478,230 ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო, მათ შორის, სკოლის რემონტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.
ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა “ერთი წელი გავიდა… ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია”, თუმცა ჩამონგრევიდან 3 წლის შემდეგადაც იგივე მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ამ დროის განმავლობაში კიდევ 400 ათასამდე ლარი დახარჯა”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.