ვარკეთილის მეტროსთან ლიდერბეთის ტოტალიზატორი დააყაჩაღეს. როგორც ცნობილია, წაღებულია 54 000 ლარი. შემთხვევა დილით, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.