ვარკეთილში, მაღაზია დააყაჩაღეს. ორი მამაკაცი ე.წ. “სვანების ბაზრობის” ერთ-ერთ საბითუმო მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე 179 მუხლით მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.