ვარკეთილში მაღაზია დააყაჩაღეს: წაღებულია 15 ათას ლარამდე

ვარკეთილში, მაღაზია დააყაჩაღეს. ორი მამაკაცი  ე.წ. “სვანების ბაზრობის” ერთ-ერთ საბითუმო მაღაზიაში   ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე 179 მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.