თბილისში, ვარკეთილში ორი ადამიანი მოკლეს.
როგორც ცნობილია, დანაშაული ყოფით ნიადაგზე მოხდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.