ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს კახა კალაძემ აქციის მონაწილეს დაარტყა ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს მოხდა.მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად აქტივისტმა მერს პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგლიდან აქტივისტების განრიდება სცადეს.
თბილისის მერი ვარკეთილში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან „ანას ბაღის“ მცველები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
დაზარალებული ამბობს, რომ თბილისის მერმა მას ხელი გაარტყა და ტანსაცმელი შემოახია.
“ეს არის მერი, ძალადობენ, ამას აკეთებს თბილისის მერი, უზრდელი მერი,” – ამბობს დაზარალებული.
თბილისის მერის გარდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაცვის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ. პროტესტის მონაწილეები ინციდენტის ადგილიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.