ვარკეთილში ქმარმა ფეხმძიმე ცოლი მოკლა

ახალგაზრდა მამაკაცმა ვარკეთილში ხუთი თვის ორსული ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მას სასიკვდილო ჭრილობები 13 წლის დისა და 1 წლის შვილის თვალწინ მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევა დღეს მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.