“საოცარი ამბავი!!!

300 ადამიანი დაწვა ვარშავის დრამატული თეატრის წინ, რუსეთის ტერორისტული, ბარბაროსული თავდასხმის, დაბომბვის გასაპროტესტებლად – მარიუპოლში დახოცილი ბავშვების გამო. 300 ადამიანი დაწვა ქუჩაში თეატრის წინ!!!!

მე რომ ვთქვი, გამოვიდეთ და რუსთაველზე გავწვეთ, ლეიბები დავყარო-მეთქი, აქირქილდნენ უვიცნი ამა სოფლისა, ზოგიც კონფორმისტი, ზოგიც მომხრენი ხელისუფლების და ზოგიც კი უდროოდ “ამბიციურნი”, ვითომ “უძალიანესად მედასავლეთენი”, დავიჯერო ვარშავაში, თეატრის წინ დასავლეთის ღირებულებების ჩვენზე ნაკლებად მოსურნენი წვანან?! ჰოდა, დიახ რუსთაველზე დიდი პროტესტი ზუსტად ისე, როგორც ვთქვი, დროული და საჭირო ყოფილა, არა?! არც ახლაა გვიან!!!!!

გოიმობა-ქაჯობა ,ზუსტად ის არის, ქვეყნის დაცვა ოკუპანტისგან და რუსი ოლიგარქებისგან, კორუფციონერებისგან “სვეცკად” რომ გინდათ და ვერ ვხვდებით, რომ “შარფების”, “ბანტების”, “დაჭუჭყიანების” გარეშე და მხოლოს გარეთ “პიპინით” ვერ და არ ხდება!!!! რა ვიცი, თვეების წინ ვთქვი, რუსთაველზე გავწვეთ რაც შეიძლება ბევრნი-მეთქი!

ჰოდა, ბრავო ვარშავა!

თქვენ ზოგიერთმა “ბანტიანმა” ისაუბრეთ დასავლურ ღირებულებებზე – აბა გოიმობა სხვა კი არაფერია: “უძალიანესად” სნობი რომ ხარ და გგონია, რომ მალავ შენს ქაჯობას, ეეე, ზუსტად მაგ დროს ჩანს!!!!!

ბრავო ვარშავა!”

წერს პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე. ცნობისთვის, გუშინ ვარშავაში უკრაინელები მიწაზე დაწვენ და უკრაინაში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობის ხსოვნისას პატივი მიაგეს და ასევე, მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დახურონ ცა უკრაინის თავზე.