“გამარჯვება 2020 არჩევნებში გარდაუვალია, მით უმეტეს გარდაუვალია ეს ბათუმში, როდესაც ვარშალომიძე იქნება ავანგარდში ამ ბრძოლის. ნამდვილად, ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მოვლენაა”,- ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე უკვე საქართველოშია. მან ჩამოსვლამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ მისი “რუსული ოცნების” მოშორებაა.
ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა.
ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004-დან 2012 წლამდე იკავებდა.
2015 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ლევან ვარშალომიძე თავის მრჩევლად დანიშნა.