ვარძიასთან მდინარეში რუსი ტურისტი დაიხრჩო

ვარძიის მიმდებარედ მდინარეში რუსი ტურისტი დაიხრჩო – კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო – მას მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ  კაცის ცხედარი დღეს იპოვეს.