ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები – სალომე ზურაბიშვილი

“ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები”- ასე პასუხობს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას იყო თუ არა კელი დეგნანის მიღებაზე, მისგან გარკვეული გზავნილები შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით.

“არა, მე გზავნილებს არ ვღებულობ საერთოდ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესებში. აუცილებელია, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც იქნა გაკეთებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ გავალთ ამ პროცესის ბოლოში” – განაცხადა პრეზიდენტმა.