ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირთან შეხვედრამდე “რაღაცის გადასაცემად”, TBC ბანკიდან 125 000 დოლარი და 15 000 ლარი გამოიტანა – ამის შესახებ, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილებში ვკითხულობთ. თანხის გამოტანამდე ვასაძე ესაუბრა ტელეფონით მოსაყდრე შიოს და უთხრა, რომ მას რაღაცის გადაცემა სურდა მისთვის.
”ამ მომენტისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე საპატრიარქოში შეხვედრას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირთან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე ლ. ვასაძე დაუკავშირდა შ. მუჯირს და განუცხადა რომ სურს გადასცეს „რაღაც”. საუბრის მომენტში ბიზნესმენი იმყოფებოდა „თიბისი” ბანკში (დასტურდება ანძების მიხედვითაც) და პარალელურად მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება ხსენებული ბანკიდან 15 000 ლარის და 125 000 აშშ დოლარის განაღდების შესახებ. ”- წერია სუს-ის ფაილებში.
ასევე ფაილებში აღნიშნულია ისიც, რომ ლევან ვასაძე, ყველა ქმედებას ათანხმებს ქორეპისკოპოს შიო მუჯირთან.