ვასაძე გამოდის ინიციატივით, ნამახვანჰესის აშენებაზე რეფერენდუმი ჩატარდეს

პოლიტიკური მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე, გამოდის ინიციატივით,  ნამოხვანჰესის აშენება რეფერენდუმით გადაწყდეს.

“ჩვენ ვხედავთ ხისტ, მოუქნელ, არადიპლომატიურ, მე ვიტყოდი არასახალხო ორიენტაციის მქონე პოზიციას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც აცხადებს, ჯერ რიონის ხეობის მოსახლეობამ და მერე მთელმა ქვეყანამ რაღაც ვერ გავიგეთ, ვერ აგვიხსნეს წესიერად რა კარგია ეს პროექტი ამ სახით რა სახითაც ის უნდა განხორციელდეს. ასეთი პოზიცია სულ უფრო და უფრო მეტ აღშფოთებასა და პროტესტს იწვევს.

წინააღმდეგობის ტალღა ფართოვდება, პროტესტის მასშტაბი იზრდება და ჩვენ შევდივართ კიდევ ერთ ხელოვნურად შექმნილ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი ისევ არ ჩანს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი. მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი. კომპანია “ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად”, – ამბობს ვასაძე.  

მისივე თქმით, რიონის ხეობის მცველების პროტესტის ორგანიზებასთან და დაფინანსებასთან კავშირი არ აქვს.