ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ რუსეთში ბიზნესწილს ფლობს, თუმცა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაყიდვას აპირებს.
“მე მაქვს მხოლოდ წილი მაღაზიების ქსელში, რომელიც არის ზოომაღაზიებში და ჩემი ამ გადაწყვეტილების შემდეგ [პოლიტიკაში მოსვლის] ვაპირებ გავყიდო ეს წილი, რათა აღარ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ჩემს ბიზნესთან.
ახლა კატასტროფული დროა ყველგან, მათ შორის, რუსეთში და თუ მე ვერ შევძლებ ამ წილის გაყიდვას, იმიტომ, რომ კრიზისია, მაშინ ამას მე გადავაფორმებ და ვისაც მიაჩნია, ჩემი ცხოვრებისეული გზიდან, ჩემი კრედოდან, ყველაფერი იმიდან გამომდინარე, რაც მე მიკეთებია ამ ქვეყნისთვის, მიაჩნია, რომ მე იოტისოდენ კომპრომისს დავუშვებ იმიტომ, რომ მე რაღაც მაღაზიების ქსელში წილი მაქვს, მაშინ ნუ მენდობა და გაყვეს იმას, ვისაც ენდობა”. – ამბობს ვასაძე რუსთავი 2–ის ეთერში.
დღეს ვასაძემ პოლიტიკური პარტია “ერთობა, რაობა, იმედი” დააარსა.