ვაფასებთ ჩვენს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე შსს-ს რეაგირებას – აშშ-ის საელჩო

ვაფასებთ ჩვენს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე შსს-ს რეაგირებას – საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, მათ ტერიტორიაზე გამნაღმველების სავარაუდო მუშაობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საელჩოში ევაკუაცია გამოცხადდა.

ცნობილია, რომ შენობიდან თანამშრომლები და მოქალაქეები გამოჰყავთ.

ცოტა ხნის წინ სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ საელჩოს ტერიტორია იყო დანაღმული, რის შემდეგაც ადგილზე ექსპერტები და სამართალდამცველები მივიდნენ.