„ბევრ ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულოა. ჩვენთან ზოგიერთი ვალდებულება სამწუხაროდ ვიღაცის შეურაცხყოფა ან დაჩაგვრა ჰგონიათ. ვალდებულებები დაჩაგვრას არ გულისხმობს, არის ვალდებულებები, რომელიც მსოფლიო სტანდარტებიდან გამომდინარე უნდა გავითვალისწინოთ, ეს არ ნიშნავს ვიღაცის კერძო ცხოვრებაში შესვლას.  მიუხედავად იმისა, რომ მე არავის თავისუფლებას არ ვზღუდავ, „კოკა-კოლაში“ ყველას გამოვუცხადე, რომ ვაქცინაციის გარეშე ქარხანაში არ მოსულიყვნენ.

გულახდილად ვუთხარი. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვინმე შევზღუდე, უბრალოდ ავუხსენი, რომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანები არიან და ეს მათაც უნდა გაეცნობიერებინათ და არ შეწინააღმდეგებოდნენ იმ პროცესს, რაც აუცილებლად სჭირდებოდა წარმოებას. და თუ ამას ისე მიიღებდნენ, როგორც ჩემ მიერ მათ პირად ცხოვრებაში ჩარევას, ვუთხარი წასულიყვნენ და ეჩივლათ. ყოველ შემთხვევაში ძალიან ცოტა იყო ამ განწყობით. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და ჩვენთან ქარხანაში ყველა აცრილია. ვფიქრობ, ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, რადგან ამდენი მოფერებითა და დემოკრატიულობის დაცვით ვხედავთ, რომ 8 000-მდე შემთხვევა გვაქვს. მეორე მნიშნელოვანია მომენტია, რომ ადამიანებმა იციან, ვაქცინაციის შემთხვევაში ინფიცირებისგან დაზღვეულები არ არიან, მაგრამ ინფიცირების შემთხვევაში ვირუსი უფრო მარტივად გადააქვთ“

ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.