“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. “- ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.
„არაფერი განსაკუთრებული არ შემინიშნავს. მთელი დღე ვიყავი სამსახურში და სიცხე არც გამიზომავს, რადგან არ მიგრძვნია. მხოლოდ ნანემსარი ვიგრძენი ცოტათი, ტკივილი არ მქონია.არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ვაქცინირებულ ადამიანს აცრის შემდეგ წერილობითი სამახსოვროს ფორმით ეძლევა.
ერთ-ერთი მათ შორის არის, რომ ორი თვის განმავლობაში, სანამ ორგანიზმში ანტისხეულები კარგად არ წამოვა, მანამდე ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.