ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, ასევე სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია ალმასგან, რომ ეს არ არის ქართული ოცნების დაკვეთა. აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. თუმცა რა თქმა უნდა, ალმასგან გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის მქონე ბანერით”

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.