ვაქცინაციის წახალისებისთვის ლატარია ორშაბათიდან დაიწყება

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ორშაბათიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.

ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ლარს და ის გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, კვირაში ერთხელ კი 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება კი წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარი იქნება.

ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთჯერადად არის აცრილი.