ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა 100%–ით იცავს კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს სიკვდილისგან.
ის საკუთარ მაგალითზე ამბობს, რომ 10-დან ერთ შემთხვევაში შესაძლოა კორონავირუსით გარდაიცვალოს, თუმცა უშუალოდ აცრის შედეგად გარდაცვალების შანსი, რაც ახალციხელი მედდის შემთხვევაში მოხდა, ნახევარი მილიარდიდან ერთია.
“ერთლიანი დაკვირვებით, რაც დაიწყო მასობრივი ვაქცინაცია – მთავარი რაც უნდა იცოდეს მოქალაქემ, ვაქცინა 100%–ით იცავს სიკვდილისგან. ოქსფორდ–ასტრაზენეკა 2/3 შემთხვევაში საერთოდ ვირუსის გადაცემას აჩერებს, ანუ თქვენ არ გემართებათ საერთოდ კოვიდი. და თუ დაგემართათ, 100%–ით აჩერებს სიკვდილს. კოვიდი რომც დაგემართოთ, თქვენ არ მოკვდებით. ეს არის მთავარი.
ჩემს მაგალთზე გეტყვით: მე მაქვს 10–დან ერთი შანსი ჩემი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ დამემართოს კოვიდი, გამირთულდეს და დავიღუპო და მაქვს 1 ნახევარ მილიარდთან შანსი, რომ მე აცრის შედეგად დავიღუპო, თუ გავითვალისწინებთ იმ ტრაგედიას, რაც მოხდა. ეს არის ჩვენი რისკები”,– თქვა ზოიძემ ფორმულას ეთერში.