“ვაქცინირებულ ადამიანებს მოენატრათ ფრენა და უნდათ ჩვენთან ჩამოსვლა “- ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე კვირაში ერთ-ერთი შეხვედრას ტუროპერატორებთან გამართავენ, რათა ვაქცინირებულ ტურისტებთან მუშაობა განიხილონ.
“ძალიან ბევრია ჩვენს რეგიონში ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სრულყოფილად გავლილი ადამიანები არიან მონატრებულები ფრენას, არიან მონატრებულები დასვენებას და უნდათ ჩვენთან ჩამოსვლა, ამაშიც დავეხმარებით ამ ინდუსტრიას”, – განაცხადა თურნავამ.