სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამშაბათს დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში ბიუროს სხდომას დაესწრებიან.
მისი თქმით, ალბათ მოუწევთ, რომ პარლამენტის მუშაობაში სრულფასოვნად ჩაერთონ.
“ჩამოვყალიბდით, სამშაბათს აუცილებლად მივდივართ ბიუროს სხდომაზე, ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის, მსჯელობაში მივიღებთ მონაწილეობას, არამხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, არამედ სხვა საკითხები რომ არ გააპაროს ქართულმა ოცნებამ ცვლილებები. სამშაბათის დღე საბოლოოდ გვაჩვენებს, ალბათ, მოგვიწევს, რომ სრულფასოვნად შევიდეთ უკვე პარლამენტში. თუმცა, ტექნიკურად ვნახავთ ამ ყველაფერს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც გეტყვით.”, — განაცხადა ვაშაძემ.