სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით თვითმმართველობის არჩევნებზე მისი პარტია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მხარს არ დაუჭირეს. მისი თქმით, მხარს არ დაუჭერენ თბილისის მერის არჩევნებზე ენმ–ს სავარაუდო კანდიდატს, ნიკა მელიასაც.
“სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი საზოგადოებრივ აზრს ვსწავლობთ, კვლევებსაც ვატარებთ და სხვა შანსს გამარჯვებისას ვერ ვხედავ. დიდი ალბათობით, ჩვენ მხარს არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. მათ კანდიდატი ეყოლებათ თავისთავად.
იმისთვის, რომ ჩვენ დავამარცხოთ ქართული ოცნება და ქვეყანაში რეალური შემოტრიალება დავიწყოთ, ვფიქრობ, ქართულ ოცნება ჩამოსაშორებელია მმართველობას. ძალიან საინტერესო გუნდი ჩამოყალიბდა. ფაქტობრივად, ჩვენ ვაიძულეთ ქართული ოცნება, რომ შემოერთებოდა [შეთანხმებას]. ჩვენ განრიგზე მოქმედებს ნაციონალური მოძრაობაც”,– აცხადებს ვაშაძე.
მისივე თქმით, შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს აქვთ საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.
ვაშაძე აღნიშნავს, რომ მისი განწყობაა, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატით გავიდნენ.