სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტში რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტია, რომელთა შორის არიან ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ოთხეული, ხოლო მათ სათავეში კი ირაკლი კობახიძეა.
- “ჩვენი ინფორმაციით დღეს, საქართველოს პარლამენტში, უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის დაახლოებით არის რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტი. მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებულად გამოდის, ესენი პირდაპირ რუსეთთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი, ირაკლი კობახიძე. დიახ, ის გახლავთ რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ პირდაპირ ეთერში, ისიც კი გამება, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიც კი გააპრავა. დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელიც დღისით-მზისით გვეუბნება, რომ თურმე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არ სჭირდება. არც აბრაამსები სჭირდება, არც ჰაიმარსები და პატრიოტები.”- ამბობს გიორგი ვაშაძე.