სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერით ოპოზიციის ნაწილმა დასავლეთის მხარდაჭერა მიიღო და ხელისუფლების ცვლილების დაწყებისკენ ნაბიჯი გადადგა.
“სასწაული მხარდაჭერა გვაქვს დასავლეთიდან იმ ხალხს, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, პირველივე დღეს რომ ვთქვით. იცით რატომ?! იმიტომ რომ დასავლეთმაც დაინახა დესტრუქციული ქართული ოცნება, დესტრუქციული ნაციონალური მოძრაობა, აი, ეს არის ახალი გზა. მხარდაჭერა მარტო ამაში კი არ გვექნება, ხელისუფლების ცვლილებაში გვექნება მხარდაჭერა და ეს მოვიპოვეთ.
ხელისუფლება ერთ დღეში არ შეიცვლება და ამ ილუზიებს ნურავინ [შეიქმნის], მაგრამ ჩვენ ამ დოკუმენტით საოცრად დიდი ნაბიჯი გადავდგით ხელისუფლების ცვლილების პროცესის საწყისისკენ. იმიტომ რომ საქართველოში არჩევნებს ვეღარ გააყალბებს ვერც ივანიშვილი, ვერც პეტრიაშვილი და ვერც ვერავინ. და თუ არ გვინდა ეს მექანიზმები ავითვისოთ და უბრალოდ ვაჩუქოთ ეს ყველაფერი, მე ამაზე წამსვლელი არ ვარ. რაც მოვიპოვეთ, ეს უნდა ჩავაბეტონოთ”,– ამბობს ვაშაძე ტვ პირველის ეთერში.
ცნობისთვის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელი მოაწერა “ლელომ”, ქართულმა ოცნებამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, რესპუბლიკურმა პარტიას, გირჩმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, გახარიას გუნდმა, მოქალაქეებმა, ხოლო მას ინდივიდუალურად ხელს აწერენ სალომე სამადაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და არმაზ ახვლედიანი.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და თაკო ჩარკვიანმა.