ვაშაძე და კობახიძე პარლამენტში მანდატურმა გააშველა

პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება იყო – დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ჩახშობა უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა. ირაკლი კობახიძეს  და გიორგი ვაშაძეს შუაში 4 მანდატური ჩაუდგა. ოპოზიციისკენ იწევდა “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილიც.

აღნიშნული დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ტრიბუნიდან დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმის შესახებ არაფერი თქვა. საკითხის იგნორირებამ ოპოზიციოინერი დეპუტატები გაბრაზება გამოიწვია.

მე არ ვიცი, გუშინ ვინც დაარტყა დათო ბერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს, ვინც დაესხა, არ ვიცი ამ ხალხის  სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვია კოლექტიური ირაკლი კობახიძე. თქვენ ხართ მოძალადე, მატყუარა პოლიტიკური ძალა. იმის ნაცვლად, რომ ვუსაბროთ რეალურად პრობლემებზე, თქვენ წამოიწყეთ ეს ძალიან ბინძური კამპანია და ძალადობის კამპანიაც, – თქვა “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.