სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დღევანდელი დღე შეთანხმების კუთხით გადამწყვეტი იქნება. მისივე განმარტებით, შეთანხმების მომხრეა, თუმცა ხელისუფლებასთან ნებისმიერ საკითხზე ვერ შეთანხმდება.
„მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც მივიღებთ, გაითვალისწინებს მაქსიმალურად ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს და ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა წავიდეთ შეთანხმების გზით. დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი დღე მოლაპარაკებების პროცესში – ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა.
მე, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად, ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით. დაველოდოთ, რამდენიმე საათი დარჩა. პროცესი რომ მძიმეა, ისიც მიუთითებს, რომ რამდენჯერმე გადაიდო შეხვედრა“, – თქვა ვაშაძემ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.