ვაშაძე: ენმ-ს ადგილზე მელიას არ დავეკითხებოდი და ვიტყოდი, რომ გირაო უნდა მიიღოს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ადგილზე რომ იყოს, ამნისტიის კანონს დათანხმდებოდა და მელიას მოუწოდებდა, გირაო მიეღო.

“ნაციონალური მოძრაობის ადგილზე პოლიტსაბჭოს შეკვრებდი, მივიღებდი გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მიდის პარტია და მელიას გათავისუფლების მექნიზმს, ამნისტიის კანონს მოვაწერდი ხელს, მათ შორის, გირაოსთან დაკავშირებითაც საჯაროდაც ვიტყოდი, რომ გირაო უნდა მიიღოს და არ დავეკითხებოდი ნიკა მელიას. დაახლოებით იმ პოზიციას დავაფიქსირებდი რაც მე და ხელისმომწერებს გვაქვს. ძალიან ვწუხვარ, რომ ისინი გამბედავი პოზიციის ნაცვლად, უნდათ, რომ ამან ისე თქვა, იმან ისე თქვა… ეს არ არის პოლიტიკა და ჩემი აზრით ამას საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს”,– თქვა ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას თხოვა, რომ თავდასხმა არ დაეწყოთ, თუმცა “არ ჩერდებიან”.