“ვაი იმ ადამიანებს, მელიას რომ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. ნაციონალურ მოძრაობას გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი თავმჯდომარე პოლიტიკური პატიმრობისგან დაიხსნას და არა ის, რომ მის ზურგს უკან იმალებოდეს. თუ სიმართლე გინდათ. მე ამას არასდროს გავაკეთებ კოლეგა პარტიასთან მიმართებითაც კი.
ამიტომ გეუბნებით, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლდება, არაფერ აღიარებაზე ხელმოწერა არ მოუწევს, ამ ყველაფერს ნახავთ. ტალახისმსროლელთა დაჯგუფებას ხალხი საბოლოო ჯამში პასუხს აუცილებლად მისცემს.”
ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “მთავარი არხის” ეთერში.