ვაშაძე, სამნიძე, კეკენაძე – გიორგი ვაშაძემ “მესამე ძალის” წევრები წარადგინა

სტრატეგია აღმაშენებლისა და “მესამე ძალის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მესამე ძალის პოლიტიკოსები წარადგინა.

პოლიტიკურ პლატფორმას უერთდება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძე.

გარდა ამისა, მესამე ძალაში გაერთიანდნენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია, იურისტი ვახტანგ იაშვილი, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ბაღათურია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის წევრები.