ვაშინგტონში თბილისში დაგეგმილი, „თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარშს“ ეხმაურებიან და მთავრობას მოუწოდებენ დაიცვას, შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლება.
„გამოხატვის და შეკრების თავისუფლება კრიტიკულია. ვიცი, რომ შეერთებული შტატები და სხვები ყურადღებით აკვირდებიან რა ხდება საქართველოში. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და აიმაღლებს ძალადობის და მუქარის წინააღმდეგ ხმას.ჩვენ მთავრობებს ვაფასებთ, არა მარტო იმით, თუ როგორ ეპყრობიან ისინი უმრავლესობას და მათ პრობლემებს, არამედ უმცირესობებსაც“, – ამბობს ჯონათან კაცი, „გერმანიის მარშალის ფონდის“, ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
„ვფიქრობ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებებზე ფოკუსის გათვალისწინებით, როგორც დემოკრატიის დღის წესრიგის ცენტრალური ნაწილის, არსებობს მოლოდინი, რომ „LGBTQ” თემი დაცული იქნება, და არა მარტო დაცული არამედ მხარდაჭერილი“, – თქვა მან.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე საუბრობს ასევე, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერი და საქარველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც მონაწილეობას იღებს „ღირსების მარშში“. ღონისძიებებზე დაპირისპირების შესახებ საუბრისას მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ მათ, ვინც ძალადობას აქეზებს, პასუხი უნდა აგებინოს.
„ეს ბაიდენის ადმინისტრაციას დიდად არ მოეწონება. დარწმუნებული ვარ. მე თვლი საქარველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ მარში მონაწილეობა, მათ თანასწორად უნდა ექცეოდნენ და აქვს პასუხიმგებლობა, რომ პასუხი აგებინოს მათ, ვინც ხელს უშლის მარშის ჩატარებას ან ძალადობას აქეზებს მათ წინააღმდეგ, ვინც უბრალოდ საკუთარი უფლებებით სარგებლობს. მთავრობა უკეთ უნდა მოიქცეს ამ კუთხით, ეს საქართველოსთვის წლების მანძილზე პრობლემაა, არაა უნიკალური მხოლოდ ამ წელს“ , – ამბობს კრამერი, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.
გუშინ, 1 ივლისს, „პრაიდის“ გახსნის ღონისძიებაზე, დაპირისპირება მოხდა, მარშის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, პოლიციასა და აქტივისტებს შორის.
საქართველოში დაგეგმილ „ღირსების მარშს“, რომელსაც ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ 1-5 ივლისს კვირეულის ფარგლებში გეგმავს, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა მთავრობასა და ოპოზიციაში.
“ლგბტქ” აქტივისტები, „ღირსების მარშს“ რუსთაველის გამზირზე, 5 ივლისს გეგმავენ, ხოლო პრორუსული და ნაციონალისტური ჯგუფები მისი ჩაშლით იმუქრებიან.
წყარო : ამერიკის ხმა