“ვაშინგტონში ჩათვალეს, რომ საქართველოს მთავრობას ვერაფერი გააგებინეს” -თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი,შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს ეხმაურება.
„ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შემდეგ, პირველად მაშინ იყო, მერე ბევრი წელი გავიდა, ბევრი პრობლემით დატვირთული, მაგრამ აქამდე საქმე არ მისულა. ახლა პირველად ხდება, როდესაც, მიუხედავად ათობით წერილისა, განცხადებისა, გაფრთხილებისა, ვაშინგტონში ჩათვალეს, რომ ვერაფერი ვერ გააგებინეს საქართველოს ხელისუფლებას.საქართველოს უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, ამერიკის კონგრესის უმრავლესობის წევრებმა, ძალიან კარგად იციან, რა არის იმ პრობლემის მიზეზი, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს.