ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი დაიძრა – ფოტოები

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს.  Forum.ge – ზე ვრცელდება ფოტო მასალა სადაც ჩანს, რომ ბაგირით და ანკერებით ცდილობენ ფერდის შეკავებას თუმცა,  მეწყერის მაშტაბი იმაზე ბევრად დიდია ვიდრე, გუგლის ფოტოებზეა მონიშნული. გეოლოგები წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ თბილისის მერიას, რომ კონკრეტულად ამ ფერდზე არ გაეცათ ნებართვები და არ გადაეტვირთათ მშენებლობებით რადგან ამ საფრთხის წინაშე დადგებოდა ქალაქი.

გეოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროცესი, რომელიც ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე  დაიწყო უდიდესი საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის და საჭიროა დროულად რეაგირება, რადგან უზარმაზარ ფერდზეა საუბარი. წვიმიანი ამინდები ფერდის სრულად მოწყვეტას დააჩქარებს,  ხოლო სრულად მოწყვეტის შემდეგ  ჩააღწევს მტკვარში და იქ გააჩენს კაშხალს, რომლის შემდეგაც, ჯერ შეაგუბებს და მერე ერთიანად დაარტყავს ორივე სანაპიროს რამდენიმე კილომეტრში ორთაჭალჰესთან მოხდება მეორე შეგუბება.

“რა ვქნა ახლა ნიშნის მოგებით ვილაპარაკო ? 3 წლის წინ გავიდა სიუჟეტი თუ არ ვცდები. არ შეიძლება ამ ფერდზე ამხელა შენობები და დატვირთვა! გეოლოგია მეცნიერებაა, მიკროზონირებაა საჭირო ! გამოუჭრეს ძირი და დაძრეს მეწყერი! იგივე ელის ბაგებს, ვაკეს!”- წერს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე  სოციალურ ქსელში.