ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი, აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის მეწყრიდან 800 მეტრში არსებულ ფერდზე ანალოგიური მდგომარეობაა. მისი თქმით ვაშლიჯვრის მეწყერთან შედარებით ამ ფერდზე, პროცესები წლებისწინაა დაწყებული და ნელა ვითარდება.
“ვაშლიჯვრის მეწყრიდან 800 მეტრში ფერდზე მსგავსი პროცესია. ამ შემთხვევაში პროცესი წლების წინაა დაწყებული და შედარებით ნელა ვითარდება. ფერდს ძირი აქაც გამოჭრილი აქვს. საჭიროა დეფორმაციის 24/7-ზე მონიტორინგი.
მცირე ნაპრალებს რომელიც ზოგჯერ ბალახის საფარის ქვეშ ვითარდება და ზოგი უკვე გახსნილია Nikala Panjikidze -მ მიაგნო” – წერს ლაშა სუხიშვილი სოციალურ ქსელში.