ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები დღეს ჩამოვლენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიაზე მეწყრის საფრთხე არსებობს და მთა გაიბზარა გასულ კვირას სოციალურ ქსელებში გარვცელებული ფოტოებით გახდა ცნობილი.
მერიაში ამბობენ, რომ გერმანელი ექსპერტები სამუშაოებში სავარაუდოდ, ხვალიდან ჩაერთვებიან.
უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.