ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე – მათ გათავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს