ვახტანგ გომელაური კონტრაბანდის გამო ცხინვალის ციხეში იჯდა –მთავარი არხი

რა აკავშირებს შინაგან საქმეთა მინისტრს ერგნეთის კონტარაბანდასთან და ბნელი 90-იანების შავ-ბნელ საქმიანობასთან. “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტის მიხედვით არხს  დაუკავშირდა პირი, რომელმაც დეტალურად მოყვა, როგორ აცილებდა მაშინდელი რიგითი ძალოვანი უკანონო ტვირთებს  და ამაში ფინანსურ სარგებელს ნახულობდა.

მამაკაცმა არხს სთხოვა მისი ვინაობა არ გაემხილათ. ის ყვება, რომ თავადაც წლების მანძილზე ძალოვან უწყებაში მუშაობდა და მისი თანამშრომლისგან, მამუკა გაბაძისგან გაიგო, რომ ვახტანგ გომელაური 2000–იან წლებში ძალოვან უწყებაში მუშაობის პარალელურად უკანონო საქმიანობით იყო დაკავებული და უკანონო კავშირები ჰქონდა ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან. მისი თქმით, გომელაურს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდა გადაჰქონდა – სიგარეტი, სპიტი და საწვავი,რაც შემდეგ   ერგნეთის ბაზრობაზე წარმატებით იყიდებოდა.

ერთ–ერთი მსხვილი პარტიის გადატანისას გაუგებრობა  მოუვიდა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც დაიჭირეს და ცხინვალის იზოლატორში აღმოჩნდა.

იზოლატორიდან მისმა თანამშრომელმა და მეგობარმა მამუკა გაბაძემ გამოიხსნა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა. დეტალებიც მთავარის რესპოდენტმა სწორედ მისგან გაიგო.

სიუჟეტის ავტორმა მამუკა გაბაძესთან დაკავშირება სცადა, რომელიც ჟურნალისტის თქმით მათ დაემალა. გაბაძის მშობლები კი მთავარის ჟურნალისტს უდასტურებენ, რომ მათი შვილი გომელაურთან მეგობრობდა, სამხედრო სამსახურშიც ერთად იყვნენ და გომელაური წარსულში მათთან სახლშიც არის ნამყოფი. თუმცა, მოგვიანებით გაბაძესა და გომელაურს უთანხმოება მოუვიდათ, რის შემდეგაც  გაბაძე სამსახურიდან წამოვიდა.

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.