ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა.  შს მინისტრი უკვე “საქართველოს ბანკის” მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 4 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. მის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობით არის შეიარაღებული და იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, სახიფათო იქნება.