ვახტანგ მეგრელიშვილი პატრულმა 2500 ლარით დააჯარიმა (ვიდეო)

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, პატრულმა მართვის უფლების არქონისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ფეისბუკის ლაივში განაცხადა. ვახტანგ მეგრელიშვილი ცოტახნისწინ  ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში იყო და გადაადგილებისთვის სპეციალური საშვი არ აუღია. მეგრელიშვილის თქმით, ამ საშვს არც არასოდეს იღებს ხოლმე, ამის გამო მას 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. დამატებით კი მეგრელიშვილი 500 ლარით დააჯარიმეს  რადგან მას ავტომობილის მართვის უფლება არ ჰქონდა.