“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ.. მომწერე პასუხი და არ მომწერის;;))), – ასე გამოხმაურა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ოდიშარია Facebook-ზე “საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის” იურისტს, ისტორიკოს ვახუშტი მენაბდეს, რომელმაც ფეისბუქზე გამოაქვეყნა ტროტუარზე პარკირებული ავტომობილების ფოტოები, რომელთაგან ერთი როგორც გაირკვა ბექა ოდიშარიას ეკუთვნის.
“ყველა თანასწორია მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი.
ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა რომელზეც ისაა გაცემული მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი.
ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ.“– დაწერა ვახუშტი მენაბდემ.
ოცნების დეპუტატმა და ამჟამად მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვახუშტი მენაბდეს ფეისბუქ სტატუსზე კომენტარები დაუწერა, რასაც ფეისბუქ მომხმარებლების მწვავე შეფასება მოჰყვა. ოცნების წევრის კომენტარებს “ძველბიჭური საქმის გარჩევა“ უწოდეს.